თამარ ვათიაშვილი

 

 

ათი წლის წინ, გამოსაცდელი ვადით აყვანილ ახალბედა სპეც. პედაგოგს, ყველასათვის საყვარელმა მასწავლებელმა ნანა გელაშვილმა მითხრა: ,,ან ბავშვებს შეიყვარებ და სამუდამოდ დარჩები, ან უკანმოუხედავად წახვალ’’.. შემიყვარდნენ და დავრჩი. ათი წელი გავიდა, ისევ აქ ვარ. გორის კეთილდღეობისა და განვითარების დღის ცენტრში, სითბოთი და სიყვარულით სავსე სახლში. აქ ღიმილი და ბედნიერებაა, მე აქ მელიან და ვეიმედები.
📜ყოველ დღე ერთმანეთისგან რაღაც ახალს ვსწავლობთ. ბენეფიციარების აკადემიური და ფუნქციური უნარების განვითრებაზე ვმუშაობ. ბავშვების მიერ დიდი შრომით მიღებული შედეგი, იძლევა დიდ ძალისხმევას საერთო მიზნის მიღწევაში. მათი შედეგები აუცილებლად მოითხოვს უკუკავშირს – სიხარული: ,,ყოჩაღი ხარ, ლამაზი’’ და იმედი:- ,,შენ ყველაფერი გამოგივა’’. და მართლაც, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ, ჩვენ ერთმანეთი გვყავს, არაფერი გაგვიჭირდება. ჩემ გვერდით გუნდია, რომელიც ყოველთვის მზადაა დასახმარებლად. გუნდური მუშაობა კი წარმატების საწინდარია.

 

Teaching
100%
Speaking
80%
Family Support
85%
Children's Well-being
90%

  • Education
    სპეც-პედაგოგი